რუსეთმა ბრაზილიას ოფიციალურად შეატყობინა, რომ ''მოცემულ მომენტრში'' არ აპირებს საერთაშორისო წესების მიხედვით გამოიძიოს ევგენი პრიგოჟინის ბრაზილიური წარმოების თვითმფრინავის ჩამოვარდნის გარემოებები.
საავიაციო ინციდენტების კვლევისა და პრევენციის ბრაზილიურმა ცენტრმა რამდენიმე დღის წინ სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტს თხოვნით მიმართა, რომ ბრაზილიური კომპანია "ემბრაერის" მიერ წარმოებული ლაინერის კატასტროფასთან დაკავშირებულ გამოძიებაში მონაწილეობა მათაც მიეღოთ, თუმცა, კომიტეტში ამბობენ, რომ ბრაზილიის მოთხოვნას არ თანხმდებიან.