ჩინეთის ახალი რუკა - რუსეთის უსურის კუნძული ჩინეთის ტერიტორიადაა მონიშნული

გამოქვეყნდა:

ჩინეთის სახელმწიფო საიტმა „სტანდარტული რუკების კარტოგრაფიული სერვისი“ გამოუშვა, სადაც რუსეთის უსურის კუნძული ჩინეთის ტერიტორიად არის მიჩნეული.

 „ლენტას“ ინფორმაციით, ახალ რუკაზე  მდინარე ამურზე მდებარე დიდ უსურის კუნძულზეა საუბარი, რომელიც 2005 წლიდან რუსეთ-ჩინეთის საზღვრის დემარკაციის მიხედვით იყოფა ორ, რუსულ და ჩინურ ნაწილებად. თუმცა, ჩინური სერვისის ვებსაიტზე არსებულ რუკაზე, აღნიშნული ტერიტორია სრულად ჩინეთის ტერიტორიად არის მონიშნული.

„რუკა შედგენილია ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების საზღვრების გაფორმების ეროვნული სტანდარტების შესაბამისად,“ - ნათქვამია განმარტებით შენიშვნაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი