
საპროტესტო აქცია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე - მოსახლეობა კუთვნილ მიწებზე რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნას ითხოვს.
ამბობენ, რომ რეკრეაციული სტატუსის მოხსნას თბილისის მერიას 2016 წლიდან სთხოვენ. ამავე თხოვნით უწყებას 1 თვის წინაც მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ: "უდიდესი ზიანი მომაყენა იმან, რომ ჩემი მიწის ნაკვეთი, რომელიც 5 წელია შეძენილი მაქვს ვერ გამომიყენებია".
აქციაზე თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი მივიდა და დაზარალებულ ოჯახებს პრობლემის მოაგავრებას დაპირდა.