პრეზიდენტსა და ოლიგარქის პოლიტიკურ კლანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. მმართველი უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილს ისევ იმპიჩმენტით ემუქრება. კონფლიქტი სახელისუფლებო შტოებს შორის მას შემდეგ გამწვავდა უკიდრეს ნიშნულამდე, რაც "ქართულმა ოცნებამ ზურაბიშვილის ევროპული ტურნე დაბლოკა, თუმცა, ამის მიუხედავად, პრეზიდენტი ვერ შეაჩერა.
სალომე ზურაბიშვილი ევროპაში, საქართველოს ევროპინტეგრაციის გზაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მოსაპოვებლად გაემგზავრა, რაც "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელი და საგანგაშო აღმოჩნდა. ხელისუფლება პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციას იშველიებს, თუმცა კონსტიტუციონალისტების შეფასებით, სწორედ ქვეყნის მთავარ დოკუმენტშია გაწერილი პრეზიდენტის ვალდებულება, ყველა ბერკეტი გამოიყენოს ევროსტრუქტურებში საქართველოს გასაწევრიანებლად.