დიდი ოცეულის მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით, ინდოეთის დედაქალაქში მაიმუნების დასაშინებლად სპეციალურ პლაკატებს აკრავენ და ცხოველის ხმების გამოცემაში გაწვრთნილ ადამიანებს ქირაობენ. ამის შესახებ BBC წერს.
ბრიტანული მაუწყებლის თანახმად, ინდოეთის ხელისუფლების ეს ქმედება გამოწვეულია იმით, რომ დელიში მაიმუნების უზარმაზარი პოპულაციაა და ამ ნაბიჯით იმედოვნებენ, რომ ხელს შეუშლიან ცხოველებს, თუკი ისინი სამიტის ჩაშლას შეეცდებიან. პლაკატებზე მაიმუნის ერთ-ერთი სახეობა, ლანგურია გამოსახული, რომელიც აგრესიულია და სხვა მაიმუნებს აშინებს.
ინდოეთი დიდი ოცეულის ლიდერების შეხვედრას 9-10 სექტემბერს უმასპინძლებს.