ბელარუსში დააკავეს კაცი, რომელმაც 2021 წელს, საქართველოსა და უკრაინის დროშების ფონზე საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა

გამოქვეყნდა:

ბელარუსში დააკავეს კაცი, რომელმაც 2021 წელს, საქართველოსა და უკრაინის დროშების ფონზე საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ ნოვოპოლოცკის სასამართლოში 17 აგვისტოს პროცესი გაიმართა.

კაცს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდაღღვევათა კოდექსის 24.23 (სანქცირებული პიკეტირება) მიხედვით წარუდგინეს. დაკავების მიზეზი Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოა, რომელიც საქართველოში, უკრაინისა და საქართველოს დროშების ფონზეა გადაღებული.

ფოტო 2021 წლის 8 აგვისტოთი თარიღდება. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ ფოტო ნამდვილად მისია, მაგრამ პიკეტირების განზრახვა არ ჰქონია. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კაცს 15-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი