საკვები პოდუქტებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩენილი მესტიის მუნიციპალიტეტი. ლენჯერის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ყურადღებას ითხოვს. ადგილობრივები ყვებიან, რომ პანდემიის გამო ჩაკეტილ სოფლებში სურსათის მიწოდება არ ხდება. მაღაზიები, რომლებიც პროდუქტით მარაგდება და ასევე აფთიაქები მესტიაშია და იქ ჩასვლას ვერ ახერხებენ.
"მთავარმა არხმა" სცადა მესტიის მერიაში გაგვერკვია, თუ როდის მიაწვდიან ამ ადამიანებს საკვებ პროდუქტებს, თუმცა მათ "მთავართან" კონემტარის გაკეთება არ ისვურვეს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი 10 აგვისტოს გამოცხადდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.