
დღეიდან სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ევროპულ ტურნეს იწყებს და პირველ შეხვედრას გერმანიის პრეზიდენტთან გამართავს.
მმართველ პარტიაში ამტკიცებენ რომ ეს არა ქვეყნის სახელით, არამედ პრეზიდენტის პირადი ტურნეა. სწორედ მთავრობის გადაწყვეტილება გახდა კონფლიქტის მიზეზი, რადგან ოცნებამ ქვეყნის პრეზიდენტს ტურნე დაუბლოკა, ევროპის დედაქალაქებში ვიზიტის ნებართვა ოფიციალურად არ გასცა და პრემიერმა სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა სახელმწიფოს სახელით ეწარმოებინა მოლაპარაკებები.