
თბილისში მასშტაბური პროექტების მშენებლობებთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებს წერილით მიმართეს. წერილში საუბარია სპეციალისტების შეფასებებზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც მშენებლობებს ახლავს.
საქმე ეხება იმ სადაო პროექტებს, რომელიც თბილისის საკრებულოში გასულ კვირას განიხილეს.
გარდა ამისა, ენმ-სა და პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა გენერალურ პროკურატურას მიმართეს. ოპოზიციაში კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ, და ამბობენ, რომ პროექტების მიღმა "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები დგანან. ისინი პროკურატურისგან მოითხოვენ გამოძიება სამსახურებრივი სიყალბის მუხლით დაიწყოს.
ავტორი: საბა ბუაძე