"რეაგირების ერთი თეორიული მექანიზმი არის იმპიჩმენტი" - კობახიძე ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირების ერთი თეორიული მექანიზმი იმპიჩმენტია, თუმცა მას 100 ხმა სჭირდება და ზურაბიშვილს მისივე თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი აქვს.

„რაც შეეხება რეაგირებას, რეაგირების ერთი თეორიული მექანიზმი არის იმპიჩმენტი. ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენს, რომ აქ პირდაპირ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ტექსტობრივი ინტერპრეტაციის საფუძველზე ძალიან მარტივად დადგინდება ეს, თუმცა იცით, რომ იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის, რა თქმა უნდა, კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა, მას აქვს გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან. სალომე ზურაბიშვილს და „ნაცმოძრაობას“ ჰყავთ საერთო პატრონები და მათი მხრიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გარისკავდა და ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას. ვინ არიან, ამას არ ჩავუღრმავდები, არ დავაკონკრეტებ, მაგრამ საზოგადოება მეტ-ნაკლებად ალბათ გათვითცნობიერებულია, ვის შეიძლება ვგულისხმობთ ამაში, ეს არის გლობალური ომის პარტია“, [პირველი არხი]– განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილს მთავრობამ 10 ქვეყანაში ვიზიტის ნებართვა არ მისცა, თუმცა პრეზიდენტი ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ევროპაში მაინც გაემგზავრა. ის დღეს გერმანიის პრეზიდენტს შეხვდება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი