თელავში ნაციონალური მოძრაობის წევრმა პარტია დატოვა

გამოქვეყნდა:

თელავში ნაციონალური მოძრაობის წევრმა პარტია დატოვა. იმედა კევლიშვილის თქმით, ახალი მენეჯმენტის პირობებში პარტიაში განსხვავებული აზრი იდევნება და ის ნელ-ნელა ემსგავსება ქართულ ოცნებას.

"ღიად განვაცხადე, რომ მე ხაბეიშვილს მხარს არ ვუჭერდი და ვთვლიდი, რომ ეს იყო რაღაც გადატრიალების სცენარი ნაციონალურ მოძრაობაში და ამის შემდეგ უკვე დაიწყო ბოიკოტირება.

7 თვის განმავლობაში მე არც ერთ ღონისძიებაზე მიწვეული არ ვყოფილვარ და ნაციონალური მოძრაობის თელავის თავმჯდომარე აირჩიეს ისე, რომ სამი დღის შემდეგ გავიგე.

შიდაპარტიული პლურალიზმი არ არსებობს, არის არაფორმალურ მმართველობა და ჩემი აზრით ნაციონალური მოძრაობა ნელ-ნელა უახლოვდება ქართული ოცნების სტილის პარტიად ჩამოყალიბებას." ამბობს კევლიშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი