უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი შესაძლოა სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა შეცვალოს - ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს. მედიის ცნობით, პარლამენტი რეზნიკოვის თანამდებობიდან გადადგომას სავარაუდოდ მომავალ კვირას განიხილავს.
უკრაინაში თავდაცვის მინისტრს პრეზიდენტის რეკომენდაციით ნიშნავს და ათავისუფლებს უმაღლესი რადა. ამ დროის განმავლობაში კი მინისტრის მოვალეობას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე პავლიუკი შეასრულებს.
წყაროს ცნობით, რეზნიკოვი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე განიხილება.