
თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება "ქართული ოცნების" სახით - წერს "ლელო საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით, რომლის ნებართვაც სალომე ზურაბიშვილს "ოცნების" მთავრობამ არ მისცა"
"საქართველოს პრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს (აშინებდეს).
თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება "ქართული ოცნების" სახით, რომელიც კონსტიტუციით დადგენილ პროდასავლურ არჩევანს უკეთებს საბოტაჟს!
ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, ევროპა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალია!" წერს მამუკა ხაზარაძე.
მთავრობის უარის მიუხედავად ზურაბიშვილი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.