ბელარუსული სახელმწიფო ავიაკომპანია "ბელავია" დასავლეთის გადაწყვეტილებით საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას გამოეთიშა და ამიერიდან ავიაკომპანია რუსულ ბრონირების სისტემაზე იქნება დამოკიდებული. საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ავიაკომპანია "ბელავია" საქართველოშიც ოპერირებს. ახლა მთავარი კითხვაა, როგორი იქნება საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯი და შეუჩერებს თუ არა საქართველოს ცაზე ოპერირების ნებართვას ავიაკომპანიას.
"ჯერ ჩვენამდე ინფორმაცია არ არის მოსული. ალბათ ხვალ, ორშაბათს დაგვიკავშირდებიან და გვეტყვიან. რასაც გვეტყვიან, იმას შევასრულებთ. შეიძლება საქართველოს მხარემ გვითხრას, შეიძლება მინსკმა და ჩვენ ჯერ საქმის კურსში ვართ, როგორც თქვენ, მაგრამ გადაწყვეტილების იმაზე არ ვართ მისული. "ბელავია" ევროპაში იყო სანქცირებული და არა საქართველოში", - ამბობენ კომპანიაში.