
პორტუგალიის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან RTP-სთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც 2024 წელსაა დაგეგმილი. მისი თქმით, თუ არჩევნები ომის პირობებში ჩატარდება, ის სახელმწიფოს არ მიატოვებს.
"2024 წელს, თუ ომი გაგრძელდება და არჩევნები ჩატარდება, ვერ მივატოვებ სახელმწიფოს, რადგან მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და მას ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავ." - ამბობს ის.
ზელენსკის თქმით, საჭირო იქნება დასავლელი პარტნიორების დახმარება:
„თუ ეს არჩევნებია, მაშინ ის უნდა ჩატარდეს ჩვენს ტერიტორიაზე, რათა სამხედროებმა ხმის მიცემა შეძლონ, ფრონტის ხაზზე, ასე რომ, ჩვენ გვჭირდება დამკვირვებლები მთელი მსოფლიოდან. მინდა, რომ ყველაფერი იყოს კანონიერი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. როგორც ეს მოხდა არჩევნებში, როცა პრეზიდენტი გავხდი...ჩვენ არ გვაქვს უფლება დავკარგოთ ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ წავიდნენ ლტოლვილებად. მათ უნდა ჰქონდეთ ინფრასტრუქტურა კანდიდატებისთვის ხმის მისაცემად. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ იყოს დაბომბვის რისკები, რომ ხალხი დაცული იყოს ტერიტორიებზე“. განაცხადა ზელენსკიმ.