ახალი შეთქმულების თეორიები და სპეკულაციები რუსეთში | ცოცხალია თუ არა პრიგოჟინი

გამოქვეყნდა:

ცოცხალია თუ არა ევგენი პროგოჟინი. დაჯგუფება ვაგნერის დამფუძნებელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს ტელეგრამ არხზე გამოჩნდა და ახალ შეთქმულებათა თეორიებს მისცა საფუძველი. პრიგოჟინი მისი ლიკვიდაციითა და პირადი ცხოვრებით დაინტერესებულ პირებს სპეკულაციების დასრულებისკენ მოუწოდებს.

ახალმა ვიდეოკადრებმა კი ახალი შეკითხვები გააჩინა. ვინ იმყოფებოდა აფეთქებულ თვითმფრინავში და ვინ არის ახალი ვიდეოს მთავარი გმირი. ძალოვანებმა, რომლებიც ავიაკატასტროფას იძიებენ, მხოლოდ ის თქვეს, რომ ავიაკატასტროფას ევგენი პრიგოჟინი ემსხვერპლა, თუმცა, საიდუმლოდ დატოვეს ის ფაქტი, რომ რუსეთში 4 ასეთი პირი არსებობს და ყველა ვაგნერის წევრია. "კაგებეს" ყოფილი თანამშრომელი ჟირნოვი არ გამორიცხავს, რომ აფეთქებას პუტინის ყოფილი მზარეულის რომელიმე ორეული ემსხვერპლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი