გასულ ღამეს ერთი რუსული რაკეტა გავანადგურეთ, მეორე ვინიცაში საწარმოს მოხვდა - უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს მათ ერთი რუსული, "კალიბრის" ტიპის რაკეტა, გაანადგურეს, მეორე კი ვინიცაში, კერძო საწარმოს მოხვდა.

"2023 წლის 1 სექტემბრის ღამეს მტერმა კალიბრის საკრუიზო რაკეტებით შეგვიტია - ორი რაკეტა შავი ზღვიდან (ფეოდოსიის რაიონი) გაუშვა. ერთი რაკეტა განადგურდა, მეორე კი ერთ-ერთ კერძო საწარმოს მოხვდა ვინიცას ოლქში," - ნათქვამია განცხადებაში.

საჰაერო ძალების თქმით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა ქონება და კერძო მანქანები. მსხვერპლის ანდა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი