ჩვენი ეროვნული ამოცანა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ველიდან გაყვანაა - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლების ეროვნულ ამოცანად "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ველიდან გაყვანას ასახელებს. ამის შესახებ მან საგარეჯოში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას თქვა.

ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიცაა ომი, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. შესაბამისად, ახლა ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს, "ნაციონალური მოძრაობის" მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაყვანა" - თქვა ღარიბაშვილმა. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი