რადიკალური ოპოზიცია და ზურაბიშვილი ლობირებენ სტატუსის წინააღმდეგ, საერთო პატრონი ჰყავთ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტსა და "რადიკალურ ოპოზიციას" საერთო "პატრონი" ჰყავთ. მისი განცხადებით, პრეზიდენტიც და ოპოზიციის ეს ნაწილიც პირდაპირ ლობირებს სტატუსის წინააღმდეგ.

"თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ პრეზიდენტი, ისევე როგორც რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ ლობირებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს EU-ს მოთხოვნებს, არ აკეთებს არაფერს, არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს, ეს არის პირდაპირ ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ამით ის უპირისპირდება პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მიღების ინტერესს. რაც შეეხება რა არის მიზეზი, რა ინტერესი იყო შარშან, რა ინტერესი ჰქონდა ოპოზიციას, როცა ის უკავშირებდა რევოლუციურ პროცესებს კანდიდატის სტატუსის არ მიღებას, ამ ადამიანებს აქვთ იმედი, შარშან ეს იმედი ჰქონდათ, რომ სტატუსის არ მინიჭების პირობებში მოახდენდნენ რევოლუციას, რაც ჩაეშალათ, წელს ეს იმედი ნაკლებად აქვთ, თუმცა ხავსს ეჭიდებიან. [...] მათ ჰყავთ საერთო პატრონი, აქტიურ ქმედებებზე გადავიდა 2021 წლიდან, რაც საზოგადოებამაც დაინახა", - თქვა კობახიძემ. 

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები პრეზიდენტის ქმედებების გამო უხერხულ მდგომარეობაში არიან.  იხილეთ: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი