კანდიდატის სტატუსს ემუქრება არა ზურაბიშვილი, არამედ "ქართული ოცნება" - მიხაილ როტი

გამოქვეყნდა:

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როტი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე, ტვიტერით ეხმაურება და წერს, რომ "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება:

"ქართული ოცნება ემუქრება ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას. მე სოლიდარობას ვუცხადებ სახელმწიფოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილ ევროპელ ლიდერს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ემუქრება არა ის, არამედ "ქართული ოცნება", საქართველოს ორბანიზაცია + ეს იმპიჩმენტის მცდელობა" წერს როტი.

შეგახსენებთ, "ოცნების" ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან მთავრობის უარის მიუხედავად, ზურაბიშვილი მაინც გაემგზავრა ევროპაში დასავლელ პარტნიორებთან შესახვედრად. "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძემ დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი