
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერით ეხმაურება და წერს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს, თუმცა მიშელი იმ ვალდებულებებს ახსენებს, რომელიც სტატუსის მისაღებად ქვეყანამ უნდა შეასრულოს:
"მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა. ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე, ისტორიული შესაძლებლობაა.
საჭიროა შემდგომი რეფორმები - მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება." წერს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ბრიუსელში, დღეს შედგა.