
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლების გარეშე, არ იქნება რეალური და ხანგრძლივი მშვიდობა არც უკრაინაში და არც ევროპაში. მისივე განცხადებით, ყირიმის დეოკუპაციის საკითხი შეიძლება გადაწყდეს დიპლომატიური, ან სამხედრო გზით, მაგრამ ამ უკანასკნელს უფრო მაღალი ფასი ექნება.
„ჩვენ მომხრე ვართ, რომ რუსულმა ჯარებმა დატოვონ ნახევარკუნძული ჩვენი არმიის ზეწოლის გარეშე, რადგან ასეთ შემთხვევაში ნაკლები მსხვერპლი იქნება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ხალხს. მე ახლა მხოლოდ ჩემს ხალხზე ვზრუნავ და პუტინმა იზრუნოს რუსებზე“, - განაცხადა მან იტალიაში გამართულ ამბროსეტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმისთვის ონლაინ სიტყვით მიმართვის დროს.