უკრაინამ რუსების მიერ გატაცებული კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა - ყველაზე უმცროსი 2 წლისაა

გამოქვეყნდა:

უკრაინამ რუსების მიერ გატაცებული კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა. 2-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნები ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დააკავეს. მათ შორის არიან მშობლის მზრუნველობასმოკლებული ექვსი ბავშვი, ხუთს კი ოჯახი ჰყავს.

"კიდევ 11 ბავშვი შეძლებს უკრაინის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას. მათ მოახერხეს სახლში დაბრუნება ოკუპანტების მიერ უკანონო დეპორტაციის შემდეგ" ნათქვამია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციაში. 

ბავშვების დაბრუნებაზე ერთობლივად იმუშავა უკრაინის ომბუდსმენმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ, ორგანიზაცია Save Ukraine-მ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი