პრეზიდენტის ევროპულ ტურნეზე “ქართული ოცნების” რეაქცია სრულიად აშიშვლებს იმ რეალობას, რომ დღეს ივანიშვილი და მის უკან მდგარი რუსეთი ათამაშებენ 2013 წლის იანუკოვიჩის სცენარს - არახამია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობა კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს - ასე ეხმაურება უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია "ოცნების" ხელისუფლების მორიგ დაპირისპირებას საქართველოს პრეზიდენტთან და ევროპული ტურნესთვის უარის თქმას. არახამიას თქმით, ცხადია, რომ "ოცნება” რუსულ დაკვეთას ასრულებს და სურს, საქართველო ევროპული სტატუსის გარეშე დატოვოს.

"საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეზე “ქართული ოცნების” რეაქცია სრულიად აშიშვლებს იმ რეალობას, რომ დღეს ივანიშვილი და მის უკან მდგარი რუსეთი ათამაშებენ 2013 წლის იანუკოვიჩის სცენარს, ოღონდ პირიქით: რაკიღა ახსოვთ იანუკოვიჩის ისტორიის დასასრული, თვითონ ღიად ვერ ამბობენ უარს სტატუსზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ევროკავშირმა უთხრას უარი სტატუსის მინიჭებაზე. ამ მიზნით სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების გადაწყვეტილება მომწიფდება თუ არა, იჭერენ ქვეყნის ყველაზე გავლენიან და კრიტიკულ ჟურნალისტს, იღებენ რუსულ კანონს, აღადგენენ ფრენებს რუსეთთან. და ახლაც, როცა მორიგ ჯერზე გაჩნდა შანსი, მიუხედავად რუსული და ანტიდემოკრატიული მთავრობისა, ქართველმა ხალხმა მისი უდიდესი სურვილისა და ისტორიული დამსახურების გამო მიიღოს სტატუსი, მთავრობა საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს. 
სავსებით ცხადია, რომ “ქართული ოცნება” იბრძვის იმისთვის, რომ შეასრულოს რუსული დაკვეთა და საქართველო ევროპული სტატუსის გარეშე დატოვოს." წერს არახამია.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად, 10 ქვეყანაში ვიზიტზე უარი უთხრა. მათ შორის, უკრაინაში. უარის მიუხედავად, პრეზიდენტი ევროპაში მაინც გაემგზავრა და შეხვედრებს მართავს, რის გამოც "ოცნება" მას კონსტიტუციის დარღვევაში სდებს ბრალს და იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი