"ნაციონალური მოძრაობა" ისევ შიდა გარჩევებით არის დაკავებული. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ახალი ენერგიით გაჩაღდა კონფლიქტი ძველ და ახალ სახეებსა და ძველ და ახალ მენეჯმენტს შორის. კახეთში, რეგიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის წასვლა პარტიიდან და მისი განცხადება, მთავარი ოპოზიციური პარტიის მთავარ სახეებს შორის ახალი დაპირისპირების საწყისი წერტილი გახდა.
ნიკა მელიას კრიტიკას ირაკლი ფავლენიშვილმა უპასუხა, კამათს გიგი უგულავა და დავით დარჩიაშვილი გამოეხმაურნენ და შემდეგ პოლემიკაში ჩაერთო თითქმის ყველა, ვინც დაკავშირებულია, ან დაკავშირებული იყო ნაციონალურ მოძრაობასთან.
ამ შიდა ნაციონალური დაპირისპირების მთავარი მიზეზები კი ოპოზიციური პარტიის ქართულ ოცნებასთან შედარება, მიხეილ სააკაშვილი და მისი კადრები და ნაციონალური მოძრაობის მიზანმიმართული დასუსტების მცდელობაში დადანაშაულება გახდა.