პარლამენტარ ბეჟან წაქაძის შვილის კომპანიამ თბილისში ისტორიული შენობა დაანგრია - სავარაუდო კორუფციული გავლენები

გამოქვეყნდა:

ისტორიული ნაგებობის განადგურება და პოლიტიკოსების კორუფციული გავლენები - ოპოზიცია ქართული ოცნების გავლენიანი წევრის ახალ დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები დეპუტატ ბეჟან წაქაძის შვილის კომპანიას თბილისის ცენტრში ისტორიული შენობის განადგურებაში ადანაშაულებენ. სამშენებლო პირობების დარღვევას თბილისის მერიაც და კომპანიაც ადასტურებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გადაცდომისთვის ქართული ოცნების წევრთან დაკავშირებული კომპანია მხოლოდ რამდენიმე ათასი ლარით დაჯარიმდება, საცხოვრებელი კომპლექსის აშენების შემდეგ კი მილიონებს იშოვის. სანაცვლოდ დედაქალაქში განადგურდა კიდევ ერთი შენობა, რომელიც მეცნიერების შეფასებით თბილისის სახეს განსაზღვრავდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად უნდა ყოფილიყო აღიარებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი