პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელად სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელევიზიების ექსპერტი, ანდრია გვიდიანი დანიშნეს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარემ საბიუჯეტო ოფისის ახალი ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი თანამშრომლებს წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებს ჰქონდეთ სათანადო მხარდაჭერა და დახმარება, რომ ფინანსურ-საბიუჯეტო პროცესებში მაქსიმალურად გაერკვიონ და განხორციელდეს ყველაფრის ანალიზი. საბიუჯეტო ოფისის ანალიტიკური საქმიანობა მნიშვნელოვანია და პოტენციალიც არის, რომ საბიუჯეტო ოფისი აქტიური იყოს პარლამენტის წევრებისთვის სერვისების შეთავაზების კუთხით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრია გვიდიანი სამთავრობო-პროპაგანდისტულ ტელევიზიებზე, ექსპერტის ამპლუაში ხშირი სტუმარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი