ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა დაახლოებით 264 060 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 2 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 570 სამხედრო, 12 ტანკი და 30 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

ჯარისკაცი - დაახლოებით 264 060;

​ტანკი - 4 471;

ჯავშანტექნიკა - 8 637;

საარტილერიო სისტემა - 5 560;

სარაკეტო სისტემა - 736;

საზენიტო საბრძოლო სისტემა - 501;

თვითმფრინავები - 315;

ვერტმფრენი - 316;

ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4 433;

საკრუიზო რაკეტები - 1 447;

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 8 043;

გემი/ნავი/კატარღა - 18;

​სპეციალური აღჭურვილობა - 835.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი