სანქტ-პეტერბურგში, კოლპინსკის რაიონის სოფელ მეტალოსტროიში, პროდუქტების შემნახველი საწყობი-მაცივარი იწვის.
საწყობი დაახლოებით 1.5 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. არსებული ინფორმაციით, ხანძარი 1 400 კვადრატულ მეტრ ფართზეა გავრცელებული. მის ჩაქრობაში 80-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს.
დაშვებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.