აშშ-ის F-35-ები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია, ბრიტანეთში განთავსდება - The Telegraph

გამოქვეყნდა:

The Telegraph-ის ცნობით, აშშ-ის F-35-ის ტიპის ახალი მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია, ბრიტანეთში მიმდინარე წელს განთავსდება. 

აღნიშნული თვითმფრინავი ტაქტიკური ბირთვული დაბომბვისთვის არის შექმნილი. მას საჰაერო მისიების შესრულება და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაც შეუძლია. 

გამოცემის ცნობით, აქამდე გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, არსებობდა ვარაუდი, რომ აშშ-ს ბირთვული იარაღის გადატანა დიდ ბრიტანეთში სურდა.

მათზე დაყრდნობით The Telegraph წერს, რომ კონგრესმა მიიღო საჰაერო ძალების $50 მილიონიანი საბიუჯეტო მოთხოვნა ამერიკულ ავიაბაზაზე ე.წ. ''surety dormitory''-ს ასაშენებლად (''Surety'' აშშ-ს სამხედრო ენაზე ბირთვული იარაღის აღსანიშნად გამოიყენება).

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა ამერიკული ბირთვული იარაღის ბრიტანეთის ტერიტორიაზე განთავსებისთვის ოფიციალური თანხმობა უნდა გასცეს. ამას გარდა, ბირთვული იარაღის ნებისმიერი ასეთი განთავსება აშშ-ს პრეზიდენტის მიერ უნდა იყოს ავტორიზებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი