ზელენსკი სექტემბერში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას - The Guardian

გამოქვეყნდა:

The Guardian-ის ცნობით, სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავა და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

''უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამ თვეში ნიუ-იორკში ჩავა, გაეროს ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრება და უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს,'' - განაცხადა ალბანეთის ელჩმა გაეროში, ფერიტ ჰოჯამ. 

ცნობისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა 19-25 სექტემბრის ჩათვლით ნიუ-იორკში გაიმართება. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სხდომა 20 სექტემბრისთვისაა ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი