ნობელის ფონდმა რუსეთის, ბელარუსის და ირანის ელჩებს მიწვევა სტოკჰოლმში, ნობელის პრემიის ცერემონიალზე, გააუქმა. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდის გადაწყვეტილებამ, ცერემონიაზე მიიწვიოს ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელთა დიპლომატიური მისიები წარმოდგენილია შვედეთსა და ნორვეგიაში, გამოიწვია საზოგადოების მწვავე რეაქცია.
ფონდი გააკრიტიკეს უკრაინაში, ხოლო შვედეთის სამი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ ცერემონიალს, თუ რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მიწვევა არ გაუქმდებოდა.
გაუქმებამდე ცოტა ხნით ადრე, შვედეთის სამეფო ოჯახმა განაცხადა, რომ მეფეს ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი დაესწრებოდა თუ არა ღონისძიებას, რომელზეც ასეთი სტუმრები იყვნენ მიწვეულები.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამი ქვეყნის ელჩების მიწვევის გაუქმების გადაწყვეტილებას, ჰუმანიზმის გამარჯვება უწოდა.
ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალზე რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩები არც გასულ წელს არ მიიწვიეს.