
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად ორშაბათს უმრავლესობის სხდომა იქნება, სადაც ხელმოწერები შეგროვდება.
მდინარაძე დარწმუნებულია, რომ 50-ზე მეტი ხელმოწერა ექნებათ, თუმცა შედეგი, ანუ იმპიჩმენტი მისივე თქმით, დიდი ალბათობით არ შედგება.
„კარგად გვაქვს ისიც გააზრებული, რომ შედეგი უდიდესი ალბათობით ამას არ მოჰყვება იმიტომ, რომ უკვე ვნახეთ ჩვენი ოპონენტების რეაქციები, როგორ გადაეფარნენ ადამიანს,რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია და გახდნენ კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილეები, მაგრამ ისევ ვფიქრობთ, რომ რეაქციის გარეშე დატოვება არ შეიძლება, ხაზგასმით ვამბობ, ადამიანის, პიროვნების მიერ რომელიც კონსტიტუციის მთავარი გარანტი უნდა იყოს, ამ კონსტიტუციის დარღვევა. ეს რეაქცია ჩვენს მიერ არის იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობა, შემდეგ იმპიჩმენტის საკითხის აღძვრა. რა თქმა უნდა, 50 ხელმოწერა ჯერ მზად არ არის. ორშაბათს ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერა იქნება და სამწუხაროა, რომ ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი“, - განაცხადა მდინარაძემ
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან მთავრობის უარის მიუხედავად, ზურაბიშვილი მაინც გაემგზავრა ევროპაში დასავლელ პარტნიორებთან შესახვედრად. როგორც ირაკლი კობახიძემ გუშინ, 1 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მმართველი პარტია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
რა პროცედურებია საჭირო იმპიჩმენტისთვის: