რუსმა გენერალმა თავდაცვის სამინისტროს ფულით სახლი გაირემონტა

გამოქვეყნდა:

რუსმა გენერალმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ფულით, სახლი გაირემონტა. სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურის ყოფილ მოადგილეს ლოჯისტიკის საკითხებში, გენერალ-ლეიტენანტ ვიქტორ ვორონოვს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ქრთამის აღების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობისთვის. 

გამოძიების ინფორმაციით, 2021 წელს გენერალ-ლეიტენანტმა საკუთარი სახლი დონის როსტოვში, თავდაცვის სამინისტროს ძალების ხარჯზე გაარემონტა,  რისთვისაც უწყების ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მილიონი რუბლი გაფლანგა 

თავად ვორონოვი ბრალდებას უარყოფს. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ვორონოვს პატიმრობის გარდა, რუსულმა სასამართლომ 2,9 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. გარდა ამისა, სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ, მას სამი წლით აეკრძალება თანამდებობების დაკავება.

გენერალ-ლეიტენანტი განაჩენის გამოტანამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, დამნაშავედ ცნობის შემდეგ კი ის, სასამართლო დარბაზში დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი