არმიის „დისკრედიტაციისთვის“, რუსეთში ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარმა სამმართველომ რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“,  რუსეთის სახალხო არტისტის,  ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას პროპაგანდისტული TASS სამართალდამცავი ორგანოებიდან, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ივლისის ბოლოს ახეჯაკოვამ გერმანიაში,  ბრემენში ითამაშა სპექტაკლში "ჩემი შვილიშვილი ბენიამინი". სპექტაკლის შემდეგ ის სცენაზე უკრაინის დროშით ავიდა. 

ამის შემდეგ, რუსეთის უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალურმა სამსახურმა რუსეთის გენპროკურატურას 85 წლის მსახიობის წინააღმდეგ  რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“,  ღალატის მუხლით, საქმის აღძვრა და მისთვის ყველა ჯილდოს ჩამორთმევა მოითხოვა.

ცნობისთვის, ლია ახეჯაკოვა ხმამაღლა და ღიად გმობს რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რის გამოც, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში მისი მონაწილეობით ყველა სპექტაკლი ამოიღეს რეპერტუარიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი