
კრამატორსკის საკრებულოს ოფიციალური ტელეგრამ არხის ცნობით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
საკრებულოს განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა ადგილობრივი დროით 16:30 საათის შემდეგ მოხდა და ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ოკუპანტების სამიზნე ამჯერადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იყო, თუმცა კორპუსზე ჩამოგდებული რაკეტა არ აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
დაბომბვის შედეგად, დაზიანდა სასაფლაოს ტერიტორია
კრამატორსკი დონეცკის რეგიონის უკრაინის მიერ კონტროლირებადი ნაწილის ადმინისტრაციული ცენტრია. მისგან ფრონტის ხაზამდე - დაახლოებით 30 კილომეტრია.