ოლიგარქ იგორ კალამოისკის კიევის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქ იგორ კალამოისკის კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ალტერნატივის სახით კი გირაოს,  თითქმის 510 მილიონი გრივნას გადახდა დააკისრა. ის წინასწარ პატიმრობაში 31 ოქტომბრამდე დარჩება. კალამოისკი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. 

კალამოისკის ადვოკატის თქმით, დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებენ და სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. თავად ბრალდებულს კი სასამართლოზე დღეს არაფერი უთქვამს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ და გენერალურმა პროკურატურამ იგორ კალამოისკის ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

კალამოისკის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე და 209 -ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება, რაც თაღლითობას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.

გამოძიების თანახმად, კალამოისკიმ 2013-20 წლებში მილიარდ ხუთასი მილიონი გრივნა გაათეთრა და უკრაინის საზღვრებს გარეთ გაიტანა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი