
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 3 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 500 სამხედრო, 5 ტანკი და 22 საარტილერიო სისტემა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 264 660;
ტანკი - 4 476;
ჯავშანტექნიკა - 8 649;
საარტილერიო სისტემა - 5 582;
სარაკეტო სისტემა - 739;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 503;
თვითმფრინავები - 315;
ვერტმფრენი - 316;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4 444;
საკრუიზო რაკეტები - 1 447;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 8 102;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
სპეციალური აღჭურვილობა - 841.