გასულ ღამეს რუსებმა ოდესის რეგიონს "შაჰიდებით" შეუტიეს - უკრაინელებმა 25-დან 22 დრონი გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ოდესის რეგიონის სამხრეთს "შაჰიდის" ტიპის დრონით შეუტიეს. როგორც უკრაინის საჰაერო ძალები ამბობენ, მათ 25-დან 22 დრონი გაანადგურეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებს ცნობით კი, რუსეთმა კვლავ ​​პორტის ინფრასტრუქტურას შეუტია, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ​​თავდასხმის შედეგად დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე. 

"სამწუხაროდ, პორტის ინფრასტრუქტურაზე მოხდა დარტყმა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი, რომელიც მეხანძრეებმა დროულად ჩააქრეს. მანამდე ცნობილი იყო 2 დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ. მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს," - ნათქვამია სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი