ჩოხატაურში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სცემეს [VIDEO]

გამოქვეყნდა:

თავდასხმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე - ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს, დავით მჟავანაძეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემი დეპუტატი ამ წუთებში ჩოხატაურის კლინიკაში, ექსპერტიზაზე იმყოფება.

როგორც პარტიაში ამბობენ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მჟავანაძე, თანამოაზრეებთან ერთად, სკვერში ნოდარ დუმბაძის პარკის ნაწილის გასხვისების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. მათივე თქმით, დავით მჟავანაძეს თავს პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის დაჯგუფება დაესხა.

"დაგვახვედრა ჩიგოგიძემ საკუთარი სამეგობრო, კრიმინალები. ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ და არ მოგვცეს იმის საშუალება, რომ საინფორმაციო ფლაერები დაგვერიგებინა. ეს არის "ქართული ოცნების" სახე და ეს არის "ქართული ოცნების" მიდგომა იმაზე, თუ როგორ უნდა გადაჭრან პრობლემა. თუ რაღაცა არ მოსწონთ, მაინც გააკეთებენ, მაგრამ შეუძლიათ, რომ ფიზიკურად დაგიპირისპირდნენ," - ამბობს ენმ-ს წევრი.

არსებული ინფორმაციით, ნაცემია 10-ზე მეტი ოპოზიციონერი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი