საერთაშორისო დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან - ამერიკელი და ევროპელი მაღალი რანგის თანამდებობის პირები სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.
''პირველად არ ვარ საოკუპაციო ხაზთან. აქ უკრაინაში ომის დაწყებამდეც ნამყოფი ვარ და, სამწუხაროა, რომ აქ მოლაპარაკებებმა ნულოვან შედეგს მიაღწია. სამწუხაროა, რომ ყოველ ჩამოსვლაზე ვრწმუნდები, რომ ამ მოლაპარაკებების გზით სასურველ შედეგებს ვერ ვიღებთ და ოკუპაცია გრძელდება. სამწუხაროა, რომ ეს ქვეყნის მთავრობის პასიური ქმედებების შედეგებია. სამწუხაროა, ისიც რომ თავის დროზე რუსეთს მკაცრი სანქციები არ დაეკისრა. ახლა უკრაინის მაგალითზე სიტუაცია შეიცვალა და რუსეთს საკმაოდ მკაცრი სანქციები დაეკისრა. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს,'' - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.
ცნობისთვის, დიპლომატებმა უკვე დატოვეს საოკუპაციო მიმდებარე ტერიტორია. ისინი ადგილზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას ეცნობოდნენ.
ხვალ კი თბილისში გაიხსნება მე-7 საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით ''პუტინიზმის დამარცხება.'' მაკკეინის ფონდის ორგანიზებით გამართული კონფერენციის მონაწილეები საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მთლიანად რეგიონისთვის "პუტინიზმის" დამარცხების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.