"დასავლეთმა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მისცეს" - ორბანის აპარატის უფროსის პრორუსული გამოსვლა

გამოქვეყნდა:

"უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების რეალური შანსი არ აქვს" - აცხადებს უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელი. გერგელი გულიასმა რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ "რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს ცენტრალური ევროპისთვის"

მისივე თქმით, დასავლეთმა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მისცეს და უკრაინა ნატოში არ უნდა გაწევრიანდეს:

"გრძელვადიანი მშვიდობისთვის დასავლურმა სამყარომ, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, უნდა მისცეს უსაფრთხოების გარანტიები რუსეთს, მაგრამ არა უკრაინელების ნატოში გაწევრიანება." ამბობს ორბანის წარმომადგენელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი