რუსებმა ხერსონში საცხოვრებელი რაიონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ოკუპანტებმა დღეს საღამოს ხერსონის რეგიონი დაბომბეს. სამხარეო სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 4 ადამიანი. მისივე ინფორმაციით, რუსებმა ცეცხლი საცხოვრებელ უბანს გაუხსნეს,რის შედეგადაც 35 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა მისი ცოლი და 9 წლის შვილი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანებები მიიღო კიდევ ორმა მშვიდობიანმა მოქალაქემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი