
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 4 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 460 სამხედრო, 4 ტანკი და 29 საარტილერიო სისტემა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 265 120;
ტანკი - 4 480;
ჯავშანტექნიკა - 8 663;
საარტილერიო სისტემა - 5 611;
სარაკეტო სისტემა - 741;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 503;
თვითმფრინავები - 315;
ვერტმფრენი - 316;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4 481;
საკრუიზო რაკეტები - 1 447;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 8 149;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
სპეციალური აღჭურვილობა - 847.