
გასულ ღამეს რუსეთმა ოდესის ოლქს დრონებით შეუტია. უკრაინის საჰაერო ძალების თქმით, თავდასხმა იზმაილის, კილიასა და პრიმორსკოეს რაიონებზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა, სავარაუდოდ, პრიმორსკო-ახტარსკიდან "შაჰიდის" ტიპის დრონები გაუშვეს. შეტევა 3 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა და საჰაერო ძალებმა 17 დრონის ჩამოგდება მოახერხეს.
მასობრივი თავდასხმის შედეგად იზმაილის რაიონში დაზიანდა საწყობები, საწარმოო შენობები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სამრეწველო საწარმოების აღჭურვილობები. დრონის ნამსხვრევებმა სხვადასხვა დასახლებაში მცირე ხანძრებიც გააჩინა, რომლებიც უკვე ლიკვიდირებულია.
ცნობისთვის, რუსი ოკუპანტები ოდესის ოლქს გუშინაც დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა და საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.