უკანონო დაკავების საქმე - სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს ყოფილი უფროსი გამოძიებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს ყოფილი უფროსი გოჩა ბერიძე მოითხოვს ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება, თუ როგორ გააფორმეს სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსნებმა უდანაშაულო ადამიანების უკანონო დაკავება.

საუბარია 2020 წელს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრის დაკავებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილი ეგონათ, თუმცა საბოლოოდ ბორტზე სააკაშვილის ნაცვლად მიხეილ ბატურინი აღმოჩნდა.  

გოჩა ბერიძე ამბობს, რომ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ყველა მტკიცებულება აქვს და მოითხოვს, პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელმაც საქმე გააყალბა და ადმინისტრაციული დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად დააკვალიფიცირა.

"აღნიშნულ სამსახურში ვმუშაობდი 21 წელი, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. მსგავს სიტუაციებში მსგავსი სამართალდარღვევა წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და არა სისხლის სამართლის დანაშაულს. მე ამას დავამტკიცებ. მე მაქვს არაერთი მტკიცებულებები. მოვითხოვ საქართველოს პროკურატურისგან სასწრაფო წესით თანამდებობრივი ურთიერთობები შეუჩერონ საქმის პროკურორს, ვლადიმერ თურმანიძეს; სასაზღვრო პოლიციის უფროს ნიკოლოზ შარაძეს, სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველ მოადგილეს გოჩა ჯანჯღავას; ზურაბ ოსეფაიშვილს და დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება - რატომ მოხდა უფლებამოსილების გადამეტება მათი მხრიდან, თანამდებობების ბოროტად გამოყენება, რატომ გაყალბდა აღნიშნული საქმე, რატომ მიეცა აღნიშნულ საქმეს არასწორი კვალიფიკაცია," - აცხადებს ბერიძე.

მიხეილ ბატურინთან ერთად მაშინ უკრაინის ორი მოქალაქეც დააკავეს. აბსურდული ბრალდება და ყალბი დაკავების ოქმი კი მოგვიანებით შეადგინეს.

ასევე ნახეთ:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი