
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინის თავზე გაშვებული 32 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან მათ 23 გაანადგურეს.
"სამხრეთში და აღმოსავლეთში განადგურდა 23 თავდასხმის დრონი. დაფიქსირდა სულ 32 "შაჰიდის" გაშვება, რომლებიც თავს დაესხნენ ოდესას და დნეპროპეტროვსკის რეგიონს," - ნათქვამია განცხადებაში.
საჰაერო ძალების ცნობითვე, მტრის დრონები მოიერიშე თვითმფრინავების, საზენიტო-სარაკეტო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების დანაყოფების დახმარებით განადგურდა.