თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დენიზლიში რამდენიმე საათიანი ინტერვალით ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგადა, დაღუპულია 11 და დაშავებულია 95 ადამიანი.
თურქული მედიის ინფორმაციით, პირველ ავტოსაგზაო შემთხვევას 7 ადამიანი ემსხვერპლა და 42 დაშავდა, ხოლო მეორეს 4 და 53 დაშავდა.
მეორე ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი მანქანა ჯერ ავტობუსს, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა. ოთხივე დაღუპული 1 ოჯახის წევრია.