
პუტინი- ერდოღანის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთმა უკრაინის მარცვლეულის ერთ-ერთ უმსხვილეს საექსპორტო პორტზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის ტალღა მოაწყო.
უკრაინის საჰაერო ძალებმა ორშაბათს დილით ოდესის რეგიონში, იზმაილის პორტთან მცხოვრებლებს, მდინარე დუნაის ერთ-ერთი მთავარი მარცვლეულის ექსპორტიორი ობიექტიდან, თავშესაფრის მოძიებისკენ მოუწოდეს.
მოგვიანებით, ოდესის გუბერნატორმა ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ 17 თვითმფრინავი ჩამოაგდეს სამხრეთ რეგიონში, მაგრამ თავდასხმამ დიდი ზიანი მიაყენა პორტის ინფრასტრუქტურას - "იზმაილის რაიონის რამდენიმე დასახლებაში დაზიანდა საწყობები და საწარმოო შენობები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სამრეწველო საწარმოების აღჭურვილობა“- წერს ის ტელეგრამზე.
წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.
შეგახსენებთ, სოჭში დღეს პუტინი-ერდოღანის მოლაპარაკებები გაიმართება, სადაც საუბრის მთავარი თემა სწორედ შავი ზღვის "მარცვლეულის შეთანხმება" იქნება, რომელიც რუსეთმა 2023 წლის 18 ივლისს ცალმხრივად დატოვა და სასურსათო კრიზისი შექმნა.