გაუხსნელი საქმეების დასტა! - ამ ლოზუნგით კოალიცია "სამოქალაქო ერთობამ" შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფომანსი გამართა. კოალიციაში მყოფი 15 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ გომელაურის უწყებამ ყველა გამოუძიებელი საქმე დროულად გამოიძიოს.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ უწყების მიერ გაუხსნელ საქმეებზე გულგრილობა და კრიმინალებზე ხელის დაფარება დანაშაულისა და დამნაშავეების წახალისებაა, რაც ოლიგარქი ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, გამოუძიებელი საქმეების ჩამონათვალი დიდია. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა, რიგი საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით საჯარო მზაობა არაერთხელ გამოთქვა, ისინი დღემდე გამოუძიებელია.
გახმაურებული გამოუძიებელი საქმეების ჩამონათვალი, რომელზეც შედეგი არ დამდგარა ან გამოძიების ვერსია კითხვის ნიშნებს აჩენს, იხილეთ აქ - "მიმდინარეობს გამოძიება" - ქართული ოცნება 2012-2020 წწ.